ფერმერის დღე

ფერმერის დღე


ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის DAI-ს ორგანიზებით ა.წ. 18 ოქტომბერს ჩატარდა “ფერმერის დღე”. პროდუქტებისა და აქტივობების პოპულარიზაციის მიზნით, ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამამ მოიწვია თავისი პარტნიორი ორგანიზაციები, მათ შორის საქართველოს მეღვინე ქალთა ასოციაცია . მონაწილეობა მიიღეს მეღვინე ქალებმა, ფერმერებმა და მსუბუქი მრეწველობის ინდუსტრიის წარმომადგენლებმა, რომლებმაც წარადგინეს და გაყიდეს საკუთარი ნაწარმი. ღონისძიება ჩატარდა ამერიკის საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე სადაც მოპატიჟებული იყო დიპლომატიური კორპუსი.

Close Menu