სამუშაო ვიზიტი გერმანიაში

სამუშაო ვიზიტი გერმანიაში

16-18 ოქტომბერს, „საქართველოს მეღვინე ქალთა ასოციაცია“ სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა გერმანიის ქალაქ ნოიშტატ-ან-დერ-ვაინშტრასეში, სადაც მას გერმანიის მეღვინე ქალთა ასოციაცია „ვინისიმამ“ უმასპინძლა. „საქართველოს მეღვინე ქალთა ასოციაციის“ წევრები ესტუმრნენ „ვინისიმას“ წევრ მეღვინეთა მცირე და დიდ მარნებს, გაეცნენ გერმანელი კოლეგების მუშაობის მეთოდებს, ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება, დააჭაშნიკეს ღვინოები. ნოიშტატის მეღვინეობა-მევენახეობის კვლევითი ინსტიტუტში „ვინისიმასა“ და „ასოციაციას“ შორის შედგა სამუშაო შეხვედრა, რომლის დროსაც საფუძველი ჩაეყარა ორივე ასოციაციის წევრი მარნების დამეგობრობის პროექტს სახელწოდებით „Georgian & German Sisters in Wine“. „ვინისიმა“ უკვე 28 წელია რაც აქტიურად წარმოაჩენს გერმანელი მეღვინე ქალების როლს, ამიტომ „საქართველოს მეღვინე ქალთა ასოციაციისთვის“ განსაკუთრებით საინტერესო იყო ამ გამოცდილების გაზიარება. დამეგობრების პროექტი ასევე მოიცავს მჭიდრო თანამშრომლობას ქართულ და გერმანულ მარნებს შორის. სამუშაო შეხვედრის შემდეგ გაიმართა ქართული ღვინოების დეგუსტაცია, სადაც ღვინოები წარმოდგენილი იყო საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან. პროექტი განხორციელდა „გერმანიის თანამშრომლობის“ მხარდაჭერით.

Close Menu